ისტორია ბეჭდვა ელფოსტა
“გლობალ სელი“ არის ქართული კომპანია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული ახალი ქართული მობილური ოპერატორი, რომლის მობილური სანომრე რესურსის ინდექსია 559.  

„გლობალ სელი“ გახლავთ წამყვანი ბრენდი და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საერთაშორისო სიმ–ბარათების რეალიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, საკუთარი აბონენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული და ინოვაციური პროდუქტის შეთავაზების მიზნით, „გლობალ სელის“ მიერ შეიქმნა ახალი ტიპის დუალ და მულტინომრიანი სიმ–ბარათი ქართული, ევროპული და ამერიკული ნომრებით, რომელიც საშუალებას მისცემს „გლობალ სელის“ აბონენტებს, ისარგებლონ 1 ქართული ნომრით მთელ მსოფლიოში, კერძოდ, მიიღონ ზარები ქართულ ნომერზე, ხოლო ზარები განახორციელონ სიმ–ბარათზე არსებული საერთაშორისო ნომრიდან.

"გლობალ სელმა" საქმიანობა 2009 წელს დაიწყო და აბონენტებს სთავაზობს ყველაზე ხარისხიან, ფართომასშტაბიან და წარმოუდგენლად იაფ როუმინგულ კავშირს.
 
2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ კომპანია "გლობალ სელს" გადაეცა სასაქონლო ნიშანი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობა - „გლობალ სელი“ პატენტის მფლობელი ბრენდია!
 
2010 წლის 18 ოქტომბერიდან „გლობალ სელი“ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) წევრია.

 



ონლაინ დახმარება^