ქართულ და ევროპულ ნომრიანი სიმ-ბარათი ბეჭდვა ელფოსტა

559.ge.jpg 

 „გლობალ სელ“-ის დუალნომრიანი სიმ-ბარათის საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში მოგზაურობისას მიიღოთ ზარები და SMS-ები როგორც სიმ-ბარათზე არსებულ ქართულ, ასევე საერთაშორისო ნომერზე.

 
ქართულ ნომერზე მიღებული თითოეული ზარის ღირებულება იმ ქვეყანაში, სადაც სიმ-ბარათზე არსებულ საერთაშორისო ნომერზე შემომავალი ზარი უფასოა, შეადგენს  0.20 USD -ს წუთში, ხოლო ქვეყნებში, სადაც სიმ-ბარათზე არსებულ საერთაშორისო ნომერზე შემომავალი ზარი ფასიანია, შემომავალი ზარის ტარიფს დაემატება  0.20 USD  წუთში.
 
მაგ: თუ აბონენტი იმყოფება საფრანგეთში და მას დაურეკავენ სიმ-ბარათზე არსებულ ქართულ ნომერზე, ზარის მიმღები გადაიხდის წუთში 0.20$-ს; დამრეკავი კი გადაიხდის ქართულ მობილურ ნომერზე დარეკვის სტანდარტულ ფასს. ამიტომ, ამ სერვისით მნიშვნელოვნად დაიზოგება როგორც „გლობალ სელ“-ის აბონენტის, ისე მისი ახლობლების სატელეფონო ხარჯები.
 
SMS-ების გადამისამართება ხდება ავტომატურად ზარის გადამისამართების სერვისთან ერთად. "გლობალ სელის" ქართულ მობილურ ნომერზე მიღებული და გადამისამართებული SMS-ის საფასური შეადგენს 6 თეთრს და იგი ჩამოიჭრება "გლობალ სელის" ქართული მობილური ნომრის მიმდინარე ბალანსიდან. თუ ნომერზე არსებული მიმდინარე ბალანსი 6 თეთრზე ნაკლებია, SMS-ს ვერ მიიღებს აბონენტი გადამისამართებულ ნომერზე. 
 
სიმ-ბარათიდან ზარის განხორციელება შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ნომრიდან; ამისათვის აუცილებელია სასურველი ნომერი (გამავალი ზარის მიზნებისთვის) გააქტიურდეს მთავარ ნომრად, რის შემდეგაც ყველა გამავალი ზარი განხორციელდება ამ ნომრიდან მანამ, სანამ არ მოხდება მთავარი ნომრის შეცვლა.
  • საერთაშორისო ნომრის მთავარ ნომრად გააქტიურება - აკრიფეთ: *146*301#
  • ქართული ნომრის მთავარ ნომრად გააქტიურება - აკრიფეთ: *146*302#
  • იმის შესამოწმებლად, თუ რომელი ნომერია გააქტიურებული მთავარ ნომრად - აკრიფეთ: *146*300#
  
დუალნომრიანი სიმ-ბარათიდან ზარის განხორცილება და სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურება ხდება სიმ-ბარათზე არსებული საერთაშორისო ნომრიდან. საერთაშორისო ნომრიდან ზარის განხორციელების და სხვა სერვისების საფასური შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.globalcell.ge
 
 
  დუალნომრიანი სიმ-ბარათის საშუალებით ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით: 


 



ონლაინ დახმარება^