ზარის და SMS-ის გადამისამართება უცხოურ ნომერზე ბეჭდვა ელფოსტა
 
შეიძინეთ „გლობალ სელ“-ის დუალნომრიანი სიმ-ბარათი და გადაამისამართეთ ქართულ ნომერზე შემომავალი ზარები და SMS-ები უცხოურ მობილურ ნომერზე.

ზარის გადამისამართების შემდეგ უცხოურ ნომერზე მიღებული ზარი თქვენთვის უფასო იქნება, ასევე არ ჩამოგეჭრებათ გადამისამართების სერვისით სარგებლობის რაიმე საფასური ან სააბონენტო გადასახადი.
 
"გლობალ სელის" ქართულ ნომერზე საქართველოდან დარეკვისას დამრეკავი გადაიხდის ქართულ მობილურ ნომერზე დარეკვის სტანდარტულ ტარიფს.

SMS-ების გადამისამართება ხდება ავტომატურად ზარის გადამისამართების სერვისთან ერთად. გლობალ სელის ქართულ მობილურ ნომერზე მიღებული და გადამისამართებული SMS-ის საფასური შეადგენს 6 თეთრს და იგი ჩამოიჭრება გლობალ სელის ქართული მობილური ნომრის მიმდინარე ბალანსიდან. თუ ნომერზე არსებული მიმდინარე ბალანსი 6 თეთრზე ნაკლებია, SMS-ს ვერ მიიღებს აბონენტი გადამისამართებულ ნომერზე. 

 



ონლაინ დახმარება^