ზარის და SMS-ის გადამისამართება „გლობალ სელ“ - ის საერთაშორისო ნომერზე ბეჭდვა ელფოსტა
თუ უკვე სარგებლობთ გლობალ სელის სიმ-ბარათით, შეიძინეთ გლობალ სელის ქართული მობილური ნომერი და მიიღეთ ორმაგი სარგებელი - ზარები საქართველოდან თქვენს ქართულ ნომერზე ადგილობრივი ტარიფით, რითაც დაიზოგება როგორც თქვენი, ასევე თქვენი ახლობლების სატელეკომუნიკაციო ხარჯები. 
 
იმ ქვეყნებში, სადაც გლობალ სელის საერთაშორისო ნომერზე შემავალი ზარი უფასოა, ქართულ ნომერზე შემომავალი ზარის ტარიფია 0.20$ წუთში. მაგ: თუ აბონენტი იმყოფება საფრანგეთში და მას დაურეკავენ სიმ-ბარათზე არსებულ ქართულ ნომერზე, ზარის მიმღები გადაიხდის 0.20$ წუთში; დამრეკავი კი გადაიხდის ქართულ მობილურ ნომერზე დარეკვის სტაანდარტულ ფასს. ამიტომ, ამ სერვისით მნიშვნელოვნად დაიზოგება როგორც „გლობალ სელ“-ის აბონენტის, ისე მისი ახლობლების სატელეფონო ხარჯები.
 
იმ ქვეყნებში, სადაც გლობალ სელის საერთაშორისო ნომერზე შემომავალი ზარი ფასიანია, ქართულ ნომერზე შემომავალი ზარის ტარიფია გლობალ სელის საერთაშორისო ნომერზე შემომავალი ზარის ტარიფს დამატებული წუთში 0.20$.
 
SMS-ების გადამისამართება ხდება ავტომატურად ზარის გადამისამართების სერვისთან ერთად. გლობალ სელის ქართულ მობილურ ნომერზე მიღებული და გადამისამართებული SMS-ის საფასური შეადგენს 6 თეთრს და იგი ჩამოიჭრება გლობალ სელის ქართული მობილური ნომრის მიმდინარე ბალანსიდან. თუ ნომერზე არსებული მიმდინარე ბალანსი 6 თეთრზე ნაკლებია, SMS-ს ვერ მიიღებს აბონენტი გადამისამართებულ ნომერზე. 

 

 



ონლაინ დახმარება^