ქართული მობილური ნომრის შეძენისა და მოქმედების პირობები!
ნომრის შეძენა:
გლობალ სელის ქართული მობილური ნომრის შეძენა შესაძლებელია კომპანია "გლობალ სელის" სათაო ოფისსა და სერვის-ცენტრებში.
ნომრის შესაძენად აუცილებელია სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმება.

მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის (ნომრის გაუქმების) წინაპირობები:

კომპანია „გლობალ სელის“ მიერ სააბონენტო ნომერზე სატელეკომუნიკაციო მომსახურების დროებითი შეზღუდვა ან შეწყვეტა (ნომრის გაუქმება) შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
  • აბონენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია მომსახურების შეწყვეტა / ნომრის გაუქმება;
  • კომპანია „გლობალ სელი“ უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ან შეწყვიტოს სატელეკომუნიკაციო მომსახურება, თუ აბონენტის მიერ მომსახურების გამოყენებით ირღვევა მოქმედ კანონმდებლობა;
  • თუ აბონენტი 60 კალენდარული დღის განმავლობაში უწყვეტად არ სარგებლობს ფასიანი სერვისებით ან შემომავალი ზარით, აბონენტს დროებით შეეზღუდება (შეუწყდება) სატელეკომუნიკაციო მომსახურება;
ამასთან, სატელეკომუნიკაციო მომსახურების აღდგენის საფუძველია სააბონენტო ნომრის ბალანსის შევსება ნებისმიერი თანხით მომსახურების შეზღუდვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების დროებითი შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ბალანსის არ შევსების შემთხვევაში, აბონენტს ჩამოერთმევა (გაუუქმდება) სააბონენტო ნომერი.
ამასთან, ნომრის გაუქმების შემდეგ, აბონენტი უფლებამოსილია მოითხოვოს გაუქმებული ნომრის ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის დაბრუნება ნომრის გაუქმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • კომპანია „გლობალ სელი“ უფლებამოსილია შეუზღუდოს/შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურება, თუ სააბონენტო ნომრიდან ხორციელდება კომერციული ხასიათის მასიური გზავნილები/შეტყობინებები, ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ აბონენტისათვის მიწოდებული მომსახურება გამოყენებულია „ფროდის“ მიზნით.
 



ონლაინ დახმარება^