ისტორია

„გლობალ სელი“ არის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული ახალი ქართული მობილური ოპერატორი, რომლის მობილური სანომრე რესურსის ინდექსია +995 (559)
„გლობალ სელი“ გახლავთ წამყვანი ბრენდი და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საერთაშორისო სიმ–ბარათების რეალიზაციის მიმართულებით. „გლობალ სელის“ საერთაშორისო როუმინგული სიმ-ბარათები ინოვაციური პროდუქტია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც საქართველოში შემოვიდა 2009 წელს და აბონენტებს სთავაზობს ყველაზე ხარისხიან, ფართომასშტაბიან და წარმოუდგენლად იაფ როუმინგულ კავშირს.
 
“გლობალ სელის” აბონენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ უფასო შემომავალი ზარები როუმინგში მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში და ისარგებლონ საუკეთესო ხარისხით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. დახვეწილი და მუდმივად ინოვაციური მობილური სერვისები, სპეციალური ფასდაკლებები და აქციები, ბალანსის შევსების ყველა აპრობირებული მეთოდი, ხელსაყრელი შეთავაზებები სპეციალური პირებისათვის, 24 საათიანი ცხელი ხაზი და LiveChat - "გლობალ სელის" უმაღლესი სტანდარტია.
 
დაარსების დღიდან, ჩვენ მუდმივ სიახლეებს ვთავაზობთ აბონენტებს: გაფართოვდა "გლობალ სელის" დაფარვის ზონა, გაიზარდა იმ ქვეყნების სია, სადაც უფასოა შემომავალი ზარი, რიგ ქვეყნებში კი 60%-ით შემცირდა გამავალი ზარის ტარიფი. სწორედ ამიტომ, კომპანია დღემდე წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო სიმ-ბარათების რეალიზაციას.
 
დღესდღეობით „გლობალ სელის“ როუმინგით სარგებლობს 100 000-ზე მეტი აბონენტი, მათ შორის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საცალო კლიენტები.
 
2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ კომპანია „გლობალ სელს“ გადაეცა სასაქონლო ნიშანი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობა - „გლობალ სელი“ პატენტის მფლობელი ბრენდია!
 
2010 წლის 18 ოქტომბერიდან „გლობალ სელი“ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) წევრია.