მობილური აპლიკაცია "Global Callback"

,,გლობალ სელი“, როგორც ახალი ქართული მობილური ოპერატორი (ინდექსით +995 559), გთავაზობთ ქართულ მობილურ აპლიკაციას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
 
როგორ მუშაობს? 
  • გლობალ სელის ქართული მობილური ნომრის გადამისამართება მოხდება თქვენ ქართულ ან უცხოურ ნომერზე უფასოდ; 
  • აბონენტები, რომლებიც დაგიკავშირდებიან გლობალ სელის ქართულ მობილურ ნომერზე, გადაიხდიან ქართულ ნომერზე დარეკვის სტანდარტულ ღირებულებას; 
  • თქვენ კი ზარს მიიღებთ სრულიად უფასოდ იმ ნომერზე (ქართულზე ან უცხოურზე), რომელზეც მოხდა გლობალ სელის ნომრის გადამისამართება; 
  • ზარის განხორციელების მოთხოვნა ხდება უშუალოდ აპლიკაციდან. ამისათვის, უნდა აკრიფოთ ადრესატის ნომერი და დაელოდოთ დაკავშირებას. რამდენიმე წამში მიიღებთ შემომავალ ზარს, მასზე პასუხის შემთხვევაში კი, ზარი განხორციელდება მოთხოვნილ ნომერზე. 
 

რა ღირს? 
  • აპლიკაციის გადმოწერა სრულიად უფასოა; 
  • გლობალ სელის ქართული მობილური ნომრის ფასი იწყება 10 ლარიდან; 
  • შემომავალი ზარი უფასოა; 
  • ქართულ ნომრებზე დარეკვის სტანდარტული ტარიფია 24 თეთრი; 
  • უცხოურ ნომრებზე დარეკვისას მოქმედებს შეღავათიანი ტარიფები. 
 
ნომრის შეძენა: 
  • გლობალ სელის ქართული მობილური ნომრის შეძენა შესაძლებელია გლობალ სელის ფილიალებსა და ს/ც-ებში; 
  • უცხოეთში მყოფ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ 24 საათიან ქო-ცენტრში+995322420200, ან მოგვმართონ ვებ-გვერდზე (www.globalcell.ge) არსებული Live Chat-ის ან ფეისბუქ მესინჯერის (www.facebook.com/Globalcell.ge) საშუალებით. 
 
აპლიკაციის გადმოწერა: 
  • აპლიკაციის გადმოწერა Android-ის სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებში ხდება Play Store-დან, IOS სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებში კი - App Store-დან; 
  • რეგისტრაციისთვის საჭიროა იმ ადგილობრივი ნომრის მითითება (მაგალითად, საქართველოში - ქართული, უცხოეთში - უცხოური) საერთაშორისო ფორმატით (მაგალითად, +9955XXYYYYYY), რომელზეც გადამისამართებულია ,,გლობალ სელის“ ქართული მობილური ნომერი; 
  • ადგილობრივ ნომერზე შეტყობინების სახით იგზავნება ერთჯერადი დადასტურების კოდი; 
  • დადასტურების კოდის სპეციალურ გრაფაში მითითების შემდეგ, აბონენტს საშუალება ეძლევა ისარგებლოს აპლიკაციით. 
 
ბალანსის შევსება
ბალანსის შევსება შესაძლებელია ყველა აპრობირებული მეთოდით:
ქართული ინტერნეტ ბანკინგით,
საგადახდო ვებ-გვერდებიდან,
სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და სხვ.