"გლობალსელზე" ბალანსის
შევსება შესაძლებელია მთელ მსოფლიოში აპრობირებული
ყველაზე თანამედროვე და მოსახერხებელი მეთოდით: ვირტუალური
პოს-ტერმინალის მეშვეობით.
ელექტრონული პოს-ტერმინალის
საშუალებით, ბალანსის შევსების ტრანზაქცია გლობალსელის ნომერზე
შესრულდება პლასტიკური ბარათის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ
დარეკოთ გლობალსელის სატელეფონო ცენტრში, ნომერზე +995 322 420 200
(ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 19:00 საათამდე,
შაბათი-კვირა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე), მოითხოვოთ ბალანსის
შევსება საკრედიტო ბარათით, ოპერატორს უკარნახოთ თქვენი პლასტიკური
ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა) და ბარათის
ტერმინალზე გატარების გარეშე, დარიცხოთ სასურველი თანხა (30 ლარის
ფარგლებში) თქვენი ნომრის ანგარიშზე.
ელექტრონული პოს-ტერმინალის
საშუალებით, შესაძლებელია არა მარტო ბალანსის შევსება, არამედ
სიმ-ბარათის შეძენაც. შეიძინეთ სიმ-ბარათი ვირტუალური პოს-ტერმინალის
მეშვეობით და კურიერი უფასოდ მოგართმევთ სიმ-ბარათს სასურველ
მისამართზე (სამუშაო საათებში), თბილისის მასშტაბით. თუ ბარათის
მიღება გსურთ საქართველოს მასშტაბით, ამ შემთხვევაში, დამატებით
მოგიწევთ კურიერის მომსახურების საფასურის გადახდა.
გლობალსელი ზრუნავს თქვენს
კომფორტზე!